ENG GEO

Search form

ნინა ცატუროვა

ნინა ცატუროვა გლაზგოს უნივერსიტეტზე

21.03.2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ ავირჩიე გლაზგოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების და ციფრული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (Intellectuეტში სწავლის დასაფინანსებლად მივმართე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მივიღე სრული გრანტი სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.al Property and the Digital Economy LL.M.). ჩემი არჩევანი განპირობებული იყო პროგრამის უნიკალურობით - ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით.

გვანცა ხაბალაშვილი

გვანცა ხაბალაშვილი ჩინეთიდან

09.02.2016

გამარჯობა, მე ვარ გვანცა ხაბალაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ბიზნესის პარალელურად უნივერსიტეტში ჩინურ ენას ვსწავლობ, მესამე კურსის ბოლოს მოვიპოვე კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია და ერთი სემესტრით ლანჭოუს უნივერსიტეტში ვაგრძელებ ჩინური ენის შესწავლას. ჩინეთში ჩამოსვლის პირველივე საათიდან ჩემი ცხოვრება ამოყირავდა. აღმოვჩნდი ჩემი ჩვეული გარემოსგან აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, სადაც ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო და პასუხისმგებლობაც მთლიანად საკუთარ თავზე უნდა ამეღო. გარკვეული დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავდა „თარგმანში დაკარგულების“ სიუჟეტს. თავდაპირველი მცირე თუ დიდი კულტურული შოკების გამო ჩემსა და გარე სამყაროს შორის ძალიან დიდ ბარიერს ვგრძნობდი. თუმცა თანდათან ბარიერი ჩამოიშალა. ეს კი უმეტესად ჩემი კლასელების დამსახურებაა.

დიანა ცერცვაძე

დიანა ცერცვაძე ესპანეთიდან

02.02.2016

მეორე კურსი რომ დავიწყე, მეორად პროფესიად ესპანური ენა ავირჩიე. ზოგადად მგონია, რომ შეუძლებელია უცხო ენის სრულფასოვნად სწავლა ამ ენაზე მოლაპარაკე ქვეყანაში მიღებული გამოცდილების გარეშე, ამიტომ გადავწყვიტე აკადემიური სემესტრი ამეღო და თავისუფალი დრო მთლიანად ესპანური ენისთვის დამეთმო. სამწუხაროდ, აქ არც ისე ბევრი პროგრამაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი მომეძებნა ყველაზე მარტივი და ნაკლებდანახარჯიანი გზა ჩემი ესპანური მოგზაურობისთვის და მგონი, მივაგენი კიდეც საუკეთესო ვარიანტს.

სოფო უგლავა

სოფო უგლავა აშშ-დან

25.01.2016

თავისუფალ უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე ერთ-ერთმა ამერიკელმა ლექტორმა მირჩია Hult International Business School-ში ჩაბარება. ასე გავიგე ამ უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა რეიტინგებში უკვე წამყვან პოზიციებს იკავებს. შემდეგ გავგზავნე საბუთები საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც მიმიღეს და გადასახადის დიდი ნაწილი დამიფინანსეს. უკვე მეორე სემესტრია რაც ბოსტონში ვარ. ქალაქი ძალიან მომწონს, ლამაზი, მშვიდი და უსაფრთხოა. ჩემი მაგისტრატურა ერთწლიანია, ამიტომ ძალიან დატვირთული ვარ. ძირითადად ჩამოსვლის პირველ დღეებში დავათვალიერე ღირშესანიშნაობები. უნივერსიტეტში უკვე მუშაობაც დავიწყე და პირველი ამერიკული ხელფასიც ავიღე, რაც ძირითადად წიგნებში დავხარჯე.

სანდრო წერეთელი

სანდრო წერეთელი აშშ-დან

15.01.2016

მეოთხე კურსზე მუშაობა ბანკში დავიწყე, თუმცა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2 თვის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამერიკის სამხედრო აკადემიის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა, მომაწოდა იდეა რომ ჩამებარებინა აკადემიაში. თავიდან არ ვფიქრობდი სერიოზულად ამაზე, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა ქვეცნობიერად, ვინაიდან ჩემი ბავშობის მეგობარი სწავლობდა იქ და ასევე რამოდენიმე ნაცნობი. აქტიურად დავიწყე გამოკითხვა თუ რა იყო საჭირო იქ მოსახვედრად. თავიდანვე გავაცნობიერე, რომ შანსი მცირე იყო, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველ წელს აცხადებს კონკურსს, სადაც დაახლოებით 30-40-მდე მსურველი იღებს მონაწილეობას. კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: ეს არის ფიზიკური ტესტირება (ნორმატივები), TOEFL გამოცდა SAT ან ACT გამოცდები. კარგი ქულების მიღების შემთხვევაში ბოლო ეტაპი არის ამერიკელ ოფიცრებთან გასაუბრება.

გვერდები