ბიზნესის სკოლა ESM | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ბიზნესის სკოლა ESM

ESM - შეიქმნა 1992 წელს და 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

ბიზნესის სკოლის სტუდენტები ეუფლებიან ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს, სწავლობენ ბიზნესის ენას, გამოიმუშავებენ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. იღებენ საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში − მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანური რესურსებისა და ოპერაციების მართვაში. იძენენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს.

ბიზნესის სკოლის ტრადიციაა სტუმრის დღე, რომელზეც წარმატებულ ბიზნესმენებს ვიწვევთ. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. სტუმრის რანგში, ხშირად ESM- ის კურსდამთავრებულები არიან, რომელთაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ბიზნესში, − არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

ESM - ს აქვს როგორც საბაკალავრო პროგრამა, ასევე სამაგისტრო პროგრამები