ENG GEO

Search form

სადოქტორო სკოლა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცნობიერებს, რომ თანამედროვე, დინამიურად განვითარებად და სწრაფად ცვალებად სამყაროში შეუძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულება იყოს წარმატებული, თუ იგი თავად არ ქმნის სივრცეს ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელებისათვის.

სადოქტორო სკოლის შექმნის იდეა უკავშირდება მოსაზრებას, რომ სადოქტორო სკოლის ფარგლებში თავი მოიყარონ ახალი თაობის მკვლევარებმა, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ როგორც იმ მიმართულების განვითარებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ აწარმოებენ კვლევას, ისე ინტერდისციპლინარული და უნივერსიტეტთაშორისი კვლევების განვითარებაში.

სადოქტორო სკოლის კვლევით საქმიანობაში ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების გარდა ჩართულნი იქნებიან სხვა ქვეყნებში მოღვაწე მეცნიერები და მკვლევარები, რაც ხელს შეუწყობს  უნივერსიტეტის  სადოქტორო სკოლის დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს და მათ ინტეგრირებას გლობალურ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში. 

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აკადემიური პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ამ უნივერსიტეტში თავს იყრიან ქართველი მეცნიერები და მკლევარები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრებთან აკავშირებთ  მრავალწლიანი თანამშრომლობა და საერთო კვლევითი პროექტები

სადოქტორო სკოლა დოქტორანტს სთავაზობს კვლევის წარმოებას არა მხოლოდ იმ მიმართულებების მიხედვით, რომელშიც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს აქვთ საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები არამედ იგი ხელს უწყობს სხვა მიმართულებებში კვლევით დაინტერესებულ პირებს დოქტორის ხარისხის მოპოვებაში. ამისათვის სადოქტორო სკოლა საინტერესო კვლევითი პროექტის ავტორს უზრუნველყოფს შესაბამისი მიმართულების აკადემიური ხელმძღვანელით და კვლევის წარმოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობებით.

სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა, დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე, გლობალურ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ინტეგრირება.

სადოქტორო სკოლა ერთდროულად ითავსებს ადმინისტრაციულ (განაცხადების მიღება, სადისერტაციო საბჭოზე განსახილველად დოქტორანტის განაცხადის მომზადება, დოქტორანტების რეგისტრაცია, მათი სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, გამოცდების და დისერტაციის დაცვის ორგანიზება და სხვ.) და აკადემიურ საქმიანობას (სასწავლო კომპონენტში შემავალი საგნების დაგეგმვა და კოორდინირება, ტრანსფერული უნარების გამომუშავებისთვის საგნების შემუშავება და ორგანიზება).

დასახული მიზნების მისაღწევად სადოქტორო სკოლა დოქტორანტს:

    • ეხმარება საერთაშორისო გამოცდილებისა და კარგი სამეცნიერო რეპუტაციის მქონე ხელმძღვანელის შერჩევასა და კვლევის ორგანიზებაში.
    • უზრუნველყოფს კვლევის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მის სათანადო მომზადებას, რაც გულისხმობს დოქტორანტის მეთოდოლოგიური და კვლევისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვას.
    • უქმნის სათანადო გარემოს სამუშაოს ეფექტიანი შესრულებისათვის (სამუშაო სივრცე, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა და საკვლევი მონაცემთა ბაზები, გლობალურ ქსელთან წვდომა, საერთაშორისო კავშირები).

სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტებში იმ აუცილებელი, ზოგადი უნარ–ჩვევების (მეწარმეობა, ინიციატივა, შემოქმედებითობა) გამუმუშავებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებული კარიერის დაწყებისთვის. დოქტორანტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ სამომავლო სამეცნიერო ინტერესები და ჩაერთონ მათთვის ახალ და მომიჯნავე დარგების კვლევებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დოქტორანტები ორიენტირებულნი არიან  კომპლექსური, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიებაზე.

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს საშუალება ექნება იმუშაოს:

    • მეცნიერად ან მკვლევარად კერძო და სახელმწიფო პროექტებში
    • პროფესორად უნივერსიტეტში
    • კონსულტანტად, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  სადოქტორო სკოლისდა სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

ამჟამად, სადოქტორო სკოლა ახორციელებს პროგრამებს: