ENG GEO

Search form

გიორგი მშვენიერაძე

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

აკადემიური საქმიანობა: გიორგი მშვენიერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. გიორგი ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი. 2007 წლიდან სხვადასხვა დროს ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში (კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი).

განათლება: გიორგი მშვენიერაძემ 2005 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ხარისიხი - მაგისტრთან გათანაბრებული). დღესდღეობით არის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: გიორგის აქვს საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით იურისტად მუშაობის მდიდარი გამოცდილება. გიორგი 2005-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი 2012 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად.