ENG GEO

Search form

გიორგი ჯუღელი

მოწვეული პროფესორი

საგანი: სამეწარმეო სამართალი; შედარებითი სამეწარმეო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: გიორგი ჯუღელი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს. ის ასევე არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლის თბილისის MBA პროგრამის მიწვეული პროფესორი. გიორგი ჯუღელი არის ორი სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი საკორპორაციო სამართლის განხრით.

განათლება: გიორგის აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (მიენიჭა 2005 წელს, ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანია).

სამუშაო გამოცდილება: გიორგი ჯუღელი USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-JILEP) კომერციული სამართლის მრჩეველია. 2008-2010 წლებში იგი მუშაობდა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია). აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება სამოქალაქო და საკორპორაციო სამართალში.