ENG GEO

Search form

გირშელ ძებნიაური

მოწვეული ლექტორი

საგანი: სისხლის სამართლის პროცესი; სისხლის სამართლის კლინიკა

აკადემიური საქმიანობა: გირშელ ძებნიაური თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სისხლის სამართლის პროცესის ლექციებს კითხულობს და სისხლის სამართლის კლინიკას ხელმძღვანელობს.

განათლება: გირშელ ძებნიაურს აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება: გირშელ ძებნიაური წლების მანძილზე იყო საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი (სისხლის სამართლის განხრით) მთავარი პროკურატურის ანალიტიკური დეპერტამენტის მრჩეველი, თელავის რაიონული პროკურორი, ძველი თბილისის რაიონული პროკურორი, თბილისის პრკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, თბილისის პროკურორის მოადგილე. ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ლექტორი (სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი). დრეს გირშელი ლიცენზირებული ადვოკატია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.