ENG GEO

Search form

გიორგი ბათლიძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი

აკადემიური საქმიანობა: გიორგი ბათლიძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის კურსს უძღვება. გიორგი არის სამოქალაქო კოდექსის კომენტარების თანაავტორი.

განათლება: გიორგი ფლობს გეტინგენის გეორგ აუგუსტ უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს. მას ასევე აქვს დიპლომირებული სამართალმცოდნის ხარისხი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

სამუშაო გამოცდილება: გიორგი ბათლიძეს აქვს კერძო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის მდიდარი გამოცდილება. გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2008 წლიდან გიორგი მოღვაწეობს როგორც პრაქტიკოსი იურისტი იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი"-ში, ხოლო 2012 წლიდან წარმოადგენს ფირმის პარტნიორსა და დირექტორს.