ENG GEO

Search form

ერეკლე ასტახიშვილი

პროფესორი

საგანი: სამართლის ისტორია, მსოფლიო ისტორია და საქართველო, ძველი მსოფლიოს ისტორია

აკადემიური საქმიანობა: 2010 წლიდან დღემდე ერეკლე ასტახიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. მას სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ერეკლე ასტახიშვილს ეკავა პირეუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (საბერძნეთი) და ინდიანაპოლისის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) პროფესორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობდა ინგლისის, გერმანიის და შვეიცარიის უნივერსიტეტებში.

განათლება: ერეკლე ასტახიშვილი ისტორიის დოქტორია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: ერეკლე ასტახიშვილი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში; ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და სახელმწიფო ერმიტაჟში, სადაც მოამზადა დისერტაცია. იყო ჩიკაგოს უნვერსიტეტის მკვლევარი, ტუბინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის მლვლევარი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე; თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; ევროკომისიის განათლების და კულტურის სააგენტოს ექსპერტი. ის ასევე მუშაობდა ტემპუს-ტასისის და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად და ექსპერტად.