ENG GEO

Search form

დავით სულაქველიძე

პროფესორი

საგანი: სისხლის სამართალი

აკადემიური საქმიანობა: დავით სულაქველიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სისხლის სამართალის ლექციების კურსს უძღვება. იგი არის ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

განათლება: დავით სულაქველიძეს 1979 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგვიანებით მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართალში.

სამუშაო გამოცდილება: დავით სულაქველიძეს აქვს იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი მუშაობდა ადვოკატად, გამომძიებლად და მოსამართლედ. დავით სულაქველიძე იყო სამართლის რეფორმის კომისიის წევრი და შემდგომ პროფესიული კარიერა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განაგრძო. მას აქვს სასამართლოში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. დავით სულაქველიძე იყო რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, მოგვიანებით იგი დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.