ENG GEO

Search form

ბაია პატარაია

მოწვეული პროფესორი

საგანი: დისკრიმინაციის აკრძალვის სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ბაია პატარაია თავისუფალ უნივერსიტეტში დისკრიმინაციის აკრძალვის სამართალს ასწავლის. ის 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით.

განათლება: ბაია პატარაიას მაგისტრის ხარისხი სამართალში მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მიმართულებით. იყო გაცვლითი სტუდენტი კოლუმბიის სამართლის სკოლაში.

სამუშაო გამოცდილება: ბაია პატარიას აქვს საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2009-2013 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე და წარმოადგენდა სახელმწიფოს რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამჟამად ბაია პატარაია ხელმძღვანელობს კავშირ "საფარს" და თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა და ქალთა უფლებების ექსპერტად.