ENG GEO

Search form

ბესარიონ ბოხაშვილი

მოწვეული ლექტორი

საგანი: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

აკადემიური საქმიანობა: ბესარიონ ბოხაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორია.
2012 წლიდან ის ასევე არის ევროპის საბჭოს ადგილობრივ წარმომადგენელი საქართველოში მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების კუთხით.
ბესარიონი ადამიანის უფლებების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი და თანაავტორია, განხორციელებული აქვს შედარებითი ანალიზები ცალკეულ უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის. ბესარიონი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორი და ასოცირებული პროფესორი.

განათლება: ბესარიონ ბოხაშვილს მიღებული აქვს მაგისტრის წოდება წარჩინებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (ნოტინგემის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო 2005-2006 წ.) და ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სამუშაო გამოცდილება: თავისი კარიერის განმავლობაში ბესარიონი მუშაობდა ევროკავშირის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელად (2009 წლიდან დღემდე), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად (2007-2009 წ.), სახელმწიფო წარმომადგენლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (2005-2007 წ.), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატად (2004-2005 წ.). იგი ასევე იყო ევროსაბჭოს,ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის ფონდის, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანიის დახმარების ფონდის ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
ამჟამად ბესარიონ ბოხაშვილი არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში.