დასაქმების ფორუმი 2024 ჩატარდა
25 აპრილი 2024
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 100-მდე კომპანიამ.
ფორუმის ფორმატი მოიცავს ინდივიდუალურ სტენდებს ყველა კომპანიისთვის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ერთიან სივრცეში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი მათთვის საინტერესო კომპანიის ვაკანსიებზე.
ფორუმის დაგეგმვისას წინასწარ ხდება დამსაქმებელთა გამოკითხვა არსებულ ვაკანსიებზე. დასაქმების ფორუმის ფარგლებში კი კომპანიის წარმომადგენლები კამპუსში ატარებენ გასაუბრებებს სტუდენტებთან მათ კომპანიებში არსებული კარიერული შესაძლებლობების თაობაზე.